შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

19 წლის ქართველმა ათენის სკოლაში მოსწავლე ჩაქუჩით სცემა და დირექტორი დანით დაჭრა – მედია

ათენში დააკავეს 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დანით დაჭრა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

ერთ-ერთი ვერსიით, მოძალადის უმცროს ძმას კონფლიქტი ჰქონდა ამავე სკოლის მოსწავლესთან, ნიგერიელ მოზარდთან. სწორედ ეს კონფლიქტი სახელდება სკოლაში თავდასხმის მოტივად.

ნიგერიელ მოსწავლეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული, სკოლის დირექტორი კი დანით მუცელშია დაჭრილი.

19 წლის ქართველი მომხდარიდან რამდენიმე წუთში, დანაშაულის ადგილზევე დააკავეს.