დეპუტატის კაფია-თქვენი ჩარევა, დღეიდან მორჩა!

“ზურა , ჯოლბორდი , ალექსი, გოჩა,

თქვენი ჩარევა, დღეიდან მორჩა!

ექს-მოსამართლე, გვყოლია ორი,

მართლა პატარა, გგონიათ გორი?”

პოლიტიკური შეფასებების შემდეგ  მიმდინარე მოვლენებს კაფიით ეხმაურება, კასპის საკრებულოს დამოუკიდებლი წევრი ვახტანგ ბეჟიტაშვილი​.

სატირაში მოხსენიებულია მხარის გუბერნატორის, მისი ადმინისტრაციის თანმშრომლების ნაწილი და კასპის გამგებელი.

კასპის საკრებულოს წევრები მხარის გუბერნატორის და მისი ადმინიტრაციის მხრიდან თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევაზე საუბრობენ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საკრებულოს წევრებმა პროტესტის ნიშნად  საკრებულოს ორი სხდომა ჩაშალეს. 

 

 

Related posts