სარაკეტო იერიშის შედეგად რადიო თავისუფლების კიევის ბიუროს თანამშრომელი დაიღუპა

კიევში სარაკეტო დარტყმას რადიო თავისუფლების თანამშრომელი ვირა ჰირიჩი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ვირას კილეგა ალექსანდრ დემჩენკო ავრცელებს, მოგვიანებით ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლების კიევის ბიურომაც დაადასტურა.

ვირა ჰირიჩი რადიო თავისუფლების კიევის ბიუროში 2018 წლიდან მუშაობდა. ჰირიჩი საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც კორპუსს ჭურვი მოხვდა. ჟურნალისტის ცხედარი დილით ნანგრევებში აღმოაჩინეს.

352 ნახვა
desktop
mobile catfish