ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

29 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.06 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0591 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 1.81 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2338 ლარი გახდა.

2.83-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 3.8471 ლარი გახდა.

ლირასთან მიმართებით კურსი 0.03 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 20.63 თეთრი გახდა.

429 ნახვა
desktop
mobile catfish