ლავროვის განცხადებით, დასავლეთმა რუსეთს 300 მილიარდი დოლარი „მოპარა“

დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციას პრაქტიკულად მოპარეს 300 მლრდ დოლარი, რომელიც განკუთვნილი იყო რუსული გაზის საფასურად. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Al Arabiya-ს განუცხადა.

„კონტრაქტები, რომლებიც ამ სიტუაციამდე იყო ხელმოწერილი, ითვალსიწინებდა გადახდას დოლარებსა და ევროში. ეს გადახდები ხორციელდებოდა პირდაპირ „გაზპრომის“ დასავლურ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე და ინახებოდა დასავლურ ბანკებში. სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ კი ჩვენმა დასავლელმა „მეგობრებმა“ ჩვენგან 300 მლრდ დოლარი მოიპარეს, ფაქტობრივად, მათ მოიპარეს ის ფული, რომელიც მანამდე გადაიხადეს გაზისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი მთელი ეს წლები ჩვენი გაზით უფასოდ სარგებლობდნენ“ – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება გაზის საფასური რუბლებში მიიღოს, რომ დაასრულოს ეს „უსირცხვილო ძარცვა“ დასავლეთის მხრიდან. „ეს აბსოლუტურად აუცილებელი სქემაა, რომ თავიდან ავიცილოთ ეს უნამუსო ძარცვა, რომელშიც ჩართულია დასავლეთი. ლონდონი, ვაშინგტონი, ბრიუსელი განიხილავს შესაძლებლობას მოახდინონ იმ თანხის კონფისკაცია, რომელიც გაყინეს, ან გადასცენ ის სხვას“ -განაცხადა ლავროვმა.

885 ნახვა
desktop
mobile catfish