როგორი ამინდი იქნება საქართველოში 5 მაისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისს საქართველოში გრილი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთის დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებში იქნება.

სააგენტოს ცნობით, 3-4 მაისს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. უწყების თქმით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

მათივე ინფორმაციით, 5 მაისიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გრილი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება. ამასთან, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება და წვიმა.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2 და 5 მაისს +14, +16, ხოლო 3-4 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში იქნება.

578 ნახვა
desktop
mobile catfish