თენგიზ ცერცვაძე: კოვიდი არსად წასულა, მხოლოდ მასშტაბები შემცირდა

პანდემია არ დასრულებულა. კოვიდი არსად წასულა, მხოლოდ მასშტაბები შემცირდა. მაგალითად, ჩვენს კლინიკაში ყოველდღიურად გვყავს 10-15 პაციენტი, როდესაც გვყავდა 80-100, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ მსოფლიოში ახლა პანდემიის პიკის შემდგომი პერიოდია, ვაქცინირებულთა და კოვიდგადატანილთა დიდი იმუნური ფენა შეიქმნა და თუ ვირუსის ახალი სახიფათო მუტაციები არ გაჩნდა, პანდემია დასასრულს უახლოვდება.

„შესაძლოა, სადღაც შემოდგომაზე გამოცხადდეს პანდემიის დასასრული“, – ამბობს ცერცვაძე.

322 ნახვა
desktop
mobile catfish