გაჩერებაზე მდგომ ქალს და ბავშვს მანქანა დაეჯახათ – ქალი ადგილზე გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ქალი და ბავშვი გაჩერებაზე იდგნენ, რა დროსაც სწრაფად მიმავალი ავტომანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი 9 წლის ბავშვს.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი უმძიმესი მდგომარეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე პოლიცია მობილიზებული. დაშავებულია არასრულწლოვანი. შემთხვევა სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა.

წყარო: inforustavi.ge

7,611 ნახვა
desktop
mobile catfish