გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
592 ნახვა