შალვა ნათელაშვილი სააკაშვილზე: მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია

ნელსონ მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია, – ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. ამასთან, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს.„რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ცოტა უფრო ისე უნდა იქცეოდეს. მით უმეტეს ის აცხადებდა, რომ ჩამოვიდა თავის შესაწირად. ახლა, ნელსონ მანდელა 40 წელი იჯდა ციხეში და ამდენი არ უტირია. მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ უნდა გაახაროს მტერი, უნდა ჭამოს და მიიღოს ის ნივთიერებები და წამლები, რასაც აძლევენ. ვიმეორებ, მხარს ვუჭერთ მის გათავისუფლებას, ის არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გადაიყვანონ, თუ ეს სურვილი აქვს, უცხოეთში სამკურნალოდ, მაგრამ პრობლემას უნდა შევხედოთ არა ერთი კუთხით, მარტო შუქით, ან მარტო ჩრდილით, არამედ გლობალურად და საკუთარ შეცდომებსაც უნდა შევხედოთ. ქვეყანას ამ პოლიტიკოსებმა უამრავი ჭრილობა, იარა, ვნება მიაყენეს. მერე ჩვენი ამ მოქმედებით ნუ დავაყრით ამ იარებს მარილს და კიდევ ნუ გავამწვავებთ. ქვეყანაზე ვიფიქროთ და არა იმაზე, სად ვიმკურნალოთ, რა ვჭამოთ, როგორი სისხლის ანალიზი გვაქვს, ხელისუფლებაში როგორ მოვიდეთ, არჩევნები როგორ გავაყალბოთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მას „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ. სააკაშილი შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით პირობები წამოაყენა.

459 ნახვა
desktop
mobile catfish