რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში არსებულ ვითარებასა და მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუაციის განხორციელების საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, პუტინმა შოლცს განუცხადა, რომ ალყაში მოქცეული „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
„აღინიშნა, რომ გაერო-ს და წითელი „ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ წარმომადგენლების მონაწილეობით განხორციელდა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია, რომლებიც უკრაინის უშიშროების ძალებს „აზოვსტალის“ ქარხანაში ჰყავდათ დაკავებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
პუტინმა ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს კიევი ბლოკავს.