ალექსეი რეზნიკოვი – უკრაინა ომის გრძელვადიან ფაზაში შედის

KYIV, UKRAINE - FEBRUARY 3, 2022 - Minister of Defence of Ukraine Oleksii Reznikov holds a briefing, Kyiv, capital of Ukraine. The official says that Russian military ground troops amassed around the borders of Ukraine, including Belarus, as well as in the temporarily occupied territories of Crimea and Donetsk and Luhansk Regions are estimated to be approximately 115,000 people. (Photo credit should read Volodymyr Tarasov/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images) Ukraine’s Defense Minister Oleksiy Reznikov holds a briefing in Kyiv, Ukraine, on February 3. (Volodymyr Tarasov/ Ukrinform/Future Publishing/Getty Images)

უკრაინამ აიძულა რუსეთი თავისი სამიზნეები ოპერატიულ და ტაქტიკურ დონემდე შეემცირებინა და ომის გრძელვადიან ფაზაში გადადის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

“ახლა რომ მოვიგოთ, ჩვენ უნდა დავგეგმოთ რესურსები, თავიდან ავიცილოთ შეცდომები, დავაპროექტოთ ჩვენი ძალა ისე, რომ მტერი წინ ვერ დაგვიდგეს”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, 24 თებერვალს რუსეთის თავდასხმის შემდეგ, მოსკოვი ელოდა, რომ უკრაინა კაპიტულაციას მოახდენდა რამდენიმე დღეში და კრემლი დააარსებდა ახალ რუსულ სისტემას უკრაინაში.

თუმცა, რეზნიკოვის თქმით, „უკრაინის არმიამ და უკრაინის მთელმა მოსახლეობამ მოიგერიეს ოკუპანტები და ჩაშალეს მათი გეგმები“.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა საერთაშორისო დონეზეც.

„ჩვენ პარტნიორებისგან ვიღებთ მძიმე იარაღს. კერძოდ, ფრონტზე უკვე განლაგებულია ამერიკული 155 მმ-იანი M777 ჰაუბიცები. სამი თვის წინ, ეს შეუძლებლად ითვლებოდა“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

318 ნახვა
desktop
mobile catfish