ილია დარჩიაშვილი დღეს ბრიუსელში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

ილია დარჩიაშვილი ოფიციალურ შეხვედრებს ბრიუსელში დღეიდან იწყებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, 16-17 მაისს, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, კოლეგებს შეხვდება.

დღეს ბელგიის დედაქალაქი ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრას მასპინძლობს და ილია დარჩიაშვილი ევროპელ პარტნიორებს ქვეყნის მიერ გაკეთებულ განაცხადსა და კითხვარზე გაგზავნილ პასუხებზე ესაუბრება.

საქართველო, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკომისიის დასკვნასა და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით გადაწყვეტილების ელოდება.

177 ნახვა
desktop
mobile catfish