რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – მოლაპარაკებები არ გრძელდება, უკრაინა ფაქტობრივად გავიდა მოლაპარაკებების პროცესიდან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს ინფორმაციით, რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. როგორც რუდენკომ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ოფიციალური კიევი ფაქტობრივად გავიდა მოლაპარაკებების პროცესიდან. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

„მოლაპარაკებები არ გრძელდება. უკრაინა ფაქტობრივად გავიდა მოლაპარაკებების პროცესიდან“,- განაცხადა რუდენკომ.

მისივე განმარტებით, კიევმა არ უპასუხა რუსეთის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკების პროექტს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევრო გამოეყო იარაღის შესაძენად, „კონფლიქტს აჭიანურებს“.

„სახსრების გამოყოფა და იარაღის უშუალო მიწოდება ამ კონფლიქტის მოგვარებას აჭიანურებს, ამის შესახებ განცხადება არაერთხელ გააკეთა ჩვენმა ხელმძღვანელობამ“,- განაცხადა რუდენკომ.

283 ნახვა
desktop
mobile catfish