მიკედლებული ძაღლი რომელმაც 5 წლის ბავშვი დაკბინა ინტერმუნიციპალურ სააგენტოში გადაიყვანეს

ძაღლი რომელიც 5 წლის მოზარდს თავს დაესხა და დაკბინა სააგენტოშია. ის ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ადგილზე მისულ სააგენტოს თანამშრომლებს, ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა უთხრეს რომ ძაღლს ისინი უვლიდნენ და ყოველდღიურად კვებავდნენ. შემთხვევა კი იმ დროს მოხდა როდესაც ძაღლი სახლის წინ იწვა. მას ბავშვი მოსაფერებლად მიუახლოვდა და სწორედ ამ დროს დაკბინა”, აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, სააგენტოში აღნიშნული ძაღლის წაყვანის შესახებ ზარი არ შემოსულა, ფაქტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი სოციალური ქსელიდან გახდა რის შემდეგაც ძაღლი გადმოვიყვანეთ სააგენტოში”, აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოს ცხელი ხაზი ტელ: 595 33 55 08

391 ნახვა
desktop
mobile catfish