ლაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ლაშა ტალახაძე 2021 წლის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა. მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ონლაინ გამოკითხვაში 4 750 ხმა მიიღო.

გასულ წელს ტალახაძემ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები და ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მოიგო. გარდა ამისა, მან არაერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ქალთა შორის ევროპის საუკეთესო ძალოსნის წოდება ერგო რუმინელ ტომა ლორედანას, რომელმაც 2021 წელს ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა.

ევროპის წლის საუკეთესო ძალოსნებს 27 მაისს დააჯილდოებენ, საიუბილეო მე-100 ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც ალბანეთის დედაქალაქი ტირანა უმასპინძლებს.

ცნობისთვის, აქამდე ტალახაძემ ზედიზედ სამჯერ მიიღო მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის წოდება.

213 ნახვა
desktop
mobile catfish