დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი შეშფოთებულია 21 წლის ჯარისკაცის ბედით, რომელსაც უკრაინაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი “შეშფოთებულია” რუსი ჯარისკაცის, ვადიმ შიშიმარინის ბედით და შეეცდება მისთვის დახმარების გაწევის გზების გამონახვას.

”რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ ჩვენი მოქალაქის ბედით. არ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა, დავიცვათ მისი ინტერესები ადგილზე, რადგან უცხოური ინსტიტუტები კიევში რეალურად არავითარ საქმიანობას არ ახორციელებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ განვიხილავთ სხვა არხებით მცდელობის შესაძლებლობას“,- აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რუსი სამხედრო, 21 წლის ვადიმ შიშიმარინი უკრაინის სასამართლომ 62 წლის სამოქალაქო პირის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

323 ნახვა
desktop
mobile catfish