axali

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა - ლგბტ პროპაგანდა არასდროს იქნება საქართველოში, არც ეკლესიის წინააღმდეგ დაფინანსდება არცერთი მოძრაობა და უსამშობლოებსაც დედა ეტირებათ
8 საათის წინ

ირაკლი ზარქუა - ლგბტ პროპაგანდა არასდროს იქნება საქართველოში, არც ეკლესიის წინააღმდეგ დაფინანსდება არცერთი მოძრაობა და უსამშობლოებსაც დედა ეტირებათ

ლგბტ პროპაგანდა არასდროს იქნება საქართველოში, არც ეკლესიის წინააღმდეგ დაფინანსდება არცერთი მოძრაობა და უსამშობლოებსაც დედა ეტირებათ, ეს იცოდეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ „ქართული ოცნების“ ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს უსამშობლოები რომ ფინანსდებოდა აქ, ვინც ლგბტ პროპაგანდას მხარს უჭერდა, ვინც ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდა… ვიცი დაკვეთა გაქვს, არ მალაპარაკო სიმართლე, მაგრამ მაინც მოგიწევს“, - მიმართა ზარქუამ ჟურნალისტს.

რაც შეეხება სანქციების შესახებ დასმულ კითხვას, ირაკლი ზარქუამ უპასუხა: „ვლაგდებით, მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს“.

„შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს გესმის? ახლა რომ პროვოკატორობ აქ. კითხვა დასვი, გპასუხობ და გადახვედი. ლგბტ პროპაგანდა არასდროს იქნება საქართველოში, არც ეკლესიის წინააღმდეგ დაფინანსდება არცერთი მოძრაობა და უსამშობლოებსაც დედა ეტირებათ, ეს იცოდეთ. ყველაფერი კარგად იქნება“, - განუცხადა ზარქუამ ჟურნალისტებს.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები