მარნეულში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ავტოავარიამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ არასრულწლოვანს დაეჯახა, შემდეგ კი კედელს, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი და არასრულწლოვანი დაიღუპნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარის შესახებ გამოძიება დაწყებულია.

242 ნახვა
desktop
mobile catfish