ალექსანდრე ლუკაშენკო სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ქართველ კოლეგას სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ბელარუსის პრეზიდენტის მილოცვა მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივცემული წევრი, საქართველო თავდაჯერებულად მიუყვება სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გზას“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ორი ხალხის ურთიერთთანაგრძნობა და გულწრფელი კეთილგანწყობილი ინტერესი ყოველთვის იყო და რჩება ბელორუსულ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის საიმედო საფუძვლად, რომელიც აქტიურად უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

349 ნახვა
desktop
mobile catfish