დასავლეთ საქართველოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 12 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

„დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამოქმედო ტერიტორიაზე 5 სამართალდარღვევა გამოავლინეს. 1 სამართალდარღვევა კი, გამოვლენილია აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.

ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 5 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), დაახლოებით 29 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 13 კუბურ მეტრამდე მოცულობის ხე-მასალა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს. ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ხე-ტყე დაილუქა. იმ ფაქტების მასალები კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

269 ნახვა
desktop
mobile catfish