სერგეი ლავროვი – დონეცკისა და ლუგანსკის განთავისუფლება ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია

დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების განთავისუფლება, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა, ჩვენი აბსოლუტური პრიორიტეტია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი დონბასში ტერიტორიების ანექსიას, ლავროვმა უპასუხა, რომ ეს არის არა ანექსია, არამედ “სამხედრო ოპერაცია”.

„ეს არ არის ანექსია. ეს არის სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ითხოვენ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენული სახელმწიფოები, გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება. ჩვენ ვიცავთ მოსახლეობას და ვეხმარებით მათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში“, – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით სხვა რეგიონებს შესძლებლობა ექნებათ, თავიანთი ბედი თავად გადაწყვიტონ.

„ჩვენი აშკარა მიზანი, რა თქმა უნდა, არის, რომ უკრაინის არმია და უკრაინული ბატალიონები დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან გავდევნოთ. რაც შეეხება უკრაინის დანარჩენ ტერიტორიებს, სადაც არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ რუსეთთან კავშირების გაწყვეტა, ეს ამ რეგიონების მოსახლეობის გადასაწყვეტი იქნება“, – განაცხადა ლავროვმა.

233 ნახვა
desktop
mobile catfish