საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის პირველი კვარტალიც მოგებით დაასრულა

საქართველოს რკინიგზა 2022 წელსაც აგრძელებს მზარდი ტრენდის შენარჩუნებას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, 2022 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლებიც რეკორდულად მზარდია. კომპანიამ კვარტალი 23.5 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, ხოლო ამავე პერიოდის საოპერაციო შემოსავალმა 141 მილიონი ლარი შეადგინა.

„2022 წლის პირველ კვარტალში გადაზიდული ტვირთების მოცულობა 3 მილიონი ტონაა და მომატებულია სამგზავრო გადაყვანების შემოსავლებიც. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამგზავრო გადაყვანების შემოსავალი დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

221 ნახვა
desktop
mobile catfish