საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრისას მხარეები თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე შეთანხმდნენ, რათა სრულად იყოს ათვისებული არსებული პოტენციალი.
„ისრაელში ჩემი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დღეს მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრის პატივი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში. შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით“, – აღნიშნავს ღარიბაშვილი.