პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში სავარაუდოდ ათამდე პარტია მოხვდება
27 წუთის წინ

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში სავარაუდოდ ათამდე პარტია მოხვდება

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, ბევრი სამუშაოა, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი. ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ, რათა ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი. კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით.

„არ გავუსწრებ მოვლენებს, ვიდრე არ გამოქვეყნდება სარჩელი. გამოქვეყნდება სარჩელი და იქ გაიგებთ დაზუსტებით, რომელი პარტია შევა ამ სარჩელში. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე შევა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ტექნიკური სამუშაოა. იმდენი აქვთ დარღვეული, ბევრი სამუშაოა, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი. ამიტომ, რამდენიმე დღე ავიღეთ, რათა ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი. ისე, შეიძლება, 20-საც გადასცდე, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ ათამდე პარტიაზე. კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სია და იქ გაიგებთ ყველაფერს. კიდევ ერთხელ შემიძლია, მოვიყვანო ბაჩო ახალაიას მაგალითი, რომელიც შეიძლება, არ იყო პარტიის წევრი, განეკუთვნებოდა ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის არის „ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი. დანარჩენი დაკონკრეტდება სარჩელში. გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები