ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო „მაიმუნის ყვავილის“ სამკურნალო მედიკამენტის მიღების შესახებ განაცხადს გააკეთებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო „მაიმუნის ყვავილის“ ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ავტორიზებული სამკურნალო მედიკამენტის მიღების თაობაზე განაცხადს გააკეთებს. მისივე თქმით, ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილი” ჯერ დადასტურებული არ არის.

„რა თქმა უნდა, პრეპარატზე განაცხადს გავაკეთებთ. ევროპის წამლების სააგენტოს მიერ ავტორიზებულია მედიკამენტი. სამინისტრო მუშაობს და ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში გვექნება. დღეს მაინც სიმპტომური მკურნალობა მიმდინარეობს. დღეს, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ დიაგნოსტიკის საშუალება არის”,- აღნიშნავს გამყრელიძე.

„მაიმუნის ყვავილი“ ადამიანებში, ჩირქოვანი ფერისმჭამელებისა და ბუშტუკების სახით, კანზე ვლინდება. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება. გამონაყარი დაავადების ფაზის მიხედვით განსხვავებულია და შეიძლება ჩუტყვავილას ან სიფილისის სიმპტომს დაემსგავსოს.

401 ნახვა
desktop
mobile catfish