რუსეთმა ნიდერლანდებს გაზის მიწოდება შეუჩერა

რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომი“ ადასტურებს, რომ ნიდერლანდურ კომპანია „გასტერას“ გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა.

კომპანიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი გაზის საფასურის რუსულ რუბლში გადახდაზე უარი გახდა.

„გაზპრომში“ აცხადებენ, რომ ორშაბათს, სამუშაო დღის ბოლომდე, კომპანიას გაზის მიწოდების საფასური რუბლში არ მიუღია.

30 მაისს „გასტერამ“ განაცხადა, რომ რუსეთისგან გაზის შეწყვეტას მოელოდა, რადგან მან უარი განაცხადა მიწოდების საფასურის რუსულ რუბლში გადახდაზე. კომპანიაში განმარტავენ, რომ გაზს სხვა წყაროებიდან ყიდულობენ.

181 ნახვა
desktop
mobile catfish