დიმიტრი მედვედევი – სანქციები მიმართულია რუსი ხალხის წინააღმდეგ, მათ ჩვენ ყველა ვძულვართ! რაც არ უნდა იბუტბუტონ ამერიკელმა და ევროპელმა ბებია-ბაბუებმა, უბრალო მოქალაქეები გვიყვარხართო – სისულელეა

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის და რუსი ხალხის სიძულვილს ეფუძნება და მათ წინააღმდეგაა მიმართული.

„ეს სანქციები მიმართულია სწორედ რუსი ხალხის წინააღმდეგ. მათ ჩვენ ყველა ვძულვართ! ეს გადაწყვეტილებები ეფუძნება სიძულვილს რუსეთის მიმართ – რუსების, მისი ყველა მცხოვრების მიმართ. რაც არ უნდა იბუტბუტონ ამერიკელმა და ევროპელმა ბებია-ბაბუებმა: „ჩვენ ვსჯით თქვენს უფროსებს, მაგრამ თქვენ, უბრალო მოქალაქეები გვიყვარხართო“ – სისულელეა.

რა არის რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების და სხვა სახელმწიფო აქტივების დაკავების მიზანი? ეკონომიკის გაუარესება, რუბლისთვის დარტყმის მიყენება, ინფლაციის გაზრდა და მაღაზიებში ფასების ზრდა, რაც ნიშნავს ჩვეულებრივი რუსის ცხოვრების დონის გაუარესებას. იგივე ითქმის რუსეთიდან ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე ემბარგოს დაწესებაზე: ბიუჯეტის შემოსავლების შემცირება და სახელმწიფოს იძულება, უარი თქვას სოციალურ ვალდებულებებზე, ქალაქსა და ქვეყანაში გადასახადების გადამხდელებისთვის დარტყმის მიყენება,“- წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.

568 ნახვა
desktop
mobile catfish