სერგეი ლავროვი – ჩვენ უზრუნველვყოფთ მარცვლეულით დატვირთული ხომალდების შეუფერხებელ გასვლას, თუ უკრაინა მოაგვარებს თავისი ტერიტორიული წყლების განაღმვის პრობლემას

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი უზრუნველყოფს უკრაინული მარცვლეულით დატვირთული ხომალდების შეუფერხებელ გასვლას, თუ უკრაინა მოაგვარებს თავისი ტერიტორიული წყლების განაღმვის პრობლემას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამართლ პრესკონფერენციაზე ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„მოვუყევით იმ ზომების შესახებ, რომლებსაც რუსული მხარე იღებს უკვე მრავალი თვის განმავლობაში, უკრაინული მარცვლეულის გემებით თავისუფალი გატანის გარანტირებით, რომლებიც ახლა უკრაინის პორტებშია ჩაკეტილი, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა განაღმონ სანაპირო წყლები, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ ზღვაშია. თუ განაღმვის პრობლემა მოგვარდება და ჩვენ უკვე მრავალი კვირაა ამით შეშფოთებულები ჩვენი დასავლელი კოლეგების ყურადღებას ვიპყრობთ, მაშინ რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალები უზრუნველყოფენ გემების შეუფერხებელ გასვლას ხმელთაშუა ზღვაში და შემდგომ მათი დანიშნულების ადგილისკენ“, – აღნიშნა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა თავის მხრივ უკვე დიდი ხნის წინ გააკეთა ყველაფერი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის მოსაგვარებლად.

„მაგრამ დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებმაც უამრავი ხელოვნური პრობლემა შექმნეს რუსული გემებისთვის მათი პორტების დახურვით, ლოგისტიკური და ფინანსური ჯაჭვების ჩახშობით, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა იფიქრონ იმაზე, რა არის მათთვის უფრო მნიშვნელოვანი – გააკეთონ პიარი სურსათის უსაფრთხოების პრობლემაზე თუ პრობლემა კონკრეტული ნაბიჯებით მოგვარონ“, – განაგრძო ლავროვმა.

ამასთან, როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რუსეთის პირველი დიპლომატი სერგეი ლავროვი თურქეთს სამხედრო დელეგაციასთან ერთად 8 ივნისს ეწვევა, რათა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტისთვის პოტენციური საზღვაო დერეფნის შექმნის საკითხი განიხილონ.

616 ნახვა
desktop
mobile catfish