თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვა შეწყვიტა.
მოსამართლე დავით აკობიძემ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო.
საქმე ეხება სარჩელს, რითაც მზია ამაღლობელი ითხოვს, კობახიძემ უარყოს თავისი განცხადება იმის თაობაზე, რომ ამაღლობელი „დავალებით და შეკვეთით მოქმედებდა“.