სახელმწიფო გახდება ბორჯომის თანამფლობელი – პრემიერი

ბორჯომის აქციონერი სახელმწიფო გახდება – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ კომენტარში განაცხადა.

,, ეკონომიკის სამინისტრომ ფაქტობრივად დაასრულა მოლაპარაკებები. ერთი კვირის თავზე ჩვენ გამოვიტანთ საკითხს მთავრობის სხდომაზე და ,,ბორჯომის” აქციონერები გავხდებით ჩენ. სახელმწიფო გახდება ბორჯომის თანამფლობელი” – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

პრემიერი,თანამშრომლების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, პროცესში ჩართულია შრომის ინსპექცია.

,,მანამდე, გარკვეული სირთულეებია. იქ დასაქმებულები გამოხატავენ პროტესტს. მე დღეს მქონდა საუბარი ბატონ ზურა აზარაშვილთან. უკვე ჩართულია შრომის ინსპექცია და არცერთი ჩვენი თანამოქალაქე არ დაიჩაგრება. ეს მინდა, ყველას ვუთხრა” – ამბობს ღარიბაშვილი.

320 ნახვა
desktop
mobile catfish