ვლადიმერ პუტინი – საკუთარი თავის დაცვა, ბრძოლა რომ გვიწევს, აშკარაა

ის, რომ გვიწევს საკუთარი თავის დაცვა, ბრძოლა, ეს აშკარაა. პეტრე პირველი ჩრდილოეთის ომს 21 წლის განმავლობაში აწარმოებდა , – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას გააკეთა.„როგორც ჩანს, წილად გვხვდა, დაბრუნება და გაძლიერება და ჩვენ რა თქმა უნდა, მივაღწევთ წარმატებას ჩვენ წინაშე არსებული ამოცანების შესასრულებლად“ , – განაცხადა კრემლის ლიდერმა.მან რუსეთის მოსახლეობას აქტიური გამრავლებისკენ მოუწოდა.„დემოგრაფია – ეს უპირველესი ამოცანაა. ჩვენ უნდა გვყავდეს მეტი ადამიანი და ისინი ჯანმრთელები უნდა იყვნენ“, – განაცხადა პუტინმა.ამასთან პუტინის თქმით, რუსეთის ეკონომიკა იქნება ღია და საკუთარ თავს არ დაიზიანებს, ხოლო, ვისაც არ უნდა ის „საკუთარ თავს“ მოპარავს.ამასთან, პუტინმა ისაუბრა გეოპოლიტიკაზე და განაცხადა, რომ თუ ქვეყანას არ შეუძლია სუვერენული გადაწყვეტილებების მიღება, ეს კოლონია.„თუკი ქვეყანას ან ქვეყანათა ჯგუფს არ შეუძლია მიიღოს სუვერენული გადაწყვეტილება, ეს გარკვეულწილად კოლონიაა, ხოლო კოლონიას ისტორიული პერსპექტივა არ გააჩნია. ჩვენი ეკონომიკა დაკეტილი იყო, როდესაც ჩვენ თავად შევქმენით რკინის ფარდა. საკუთარ თავს არ დავაზიანებთ. ჩვენი ეკონომიკა იქნება გახსნილი. ვისაც არ ენდომება, ის საკუთარ თავს მოპარავს“ , – განაცხადა პუტინმა.მისივე თქმით, თუკი ვინმე ცდილობს რუსეთის შეზღუდვას, ის თავის თავს ზღუდავს.„დასავლეთში ჩემ სახელს უწოდებენ ინფლაციას, ჩვენ კი სრულიად არაფერ შუაში ვართ… რუსეთს ღობეს ვერ შემოავლებ“, – განაცხადა პუტინმა.

574 ნახვა
desktop
mobile catfish