ირაკლი ღარიბაშვილი: საგარეო პოლიტიკას, ასევე საშინაო პოლიტიკას მთავრობა ახორციელებს. ეს ჩვენი კონსტიტუციითაა დადგენილი და წესებს ყველამ პატივი უნდა სცეს

საგარეო პოლიტიკას, ასევე საშინაო პოლიტიკას მთავრობა ახორციელებს. ეს ჩვენი კონსტიტუციითაა დადგენილი და წესებსა და კანონებს ყველამ პატივი უნდა სცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ბრიუსელში წარდგენილი განაცხადის შემდეგ მას არაერთი პირადი შეხვედრა და სატელეფონო საუბარი ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან. მათ შორის, ისეთ ლიდერებთანაც, რომელთაც განსაკუთრებული სკეპტიციზმი აქვთ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით.

„გარდა ამისა, მე პირადად ჩასული ვიყავი ბრიუსელში, ვესაუბრე ყველა ხელმძღვანელ პირს. მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა ფორმატით გამართულ შეხვედრაში, მათ შორის დავოსის ეკონომიკურ ფორუმში, მე საჯაროდ ვისაუბრე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე. ახლახან ბრატისლავაში ვიმყოფებოდი, სადაც ასევე ღიად ვისაუბრე ამ განაცხადის პერსპექტივაზე. ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა 20 შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. პრაქტიკულად, ჩვენ ყველა ქვეყანა დავფარეთ, ყველასთან აქტიური მუშაობა გვქონდა. პირადად მე, საგარეო გუნდი, ელჩები და დიპლომატიური გუნდი იყო აქტიურად ჩართული ამ პროცესში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკას, ასევე საშინაო პოლიტიკას მთავრობა ახორციელებს. ეს ჩვენი კონსტიტუციითაა დადგენილი და კანონებს ყველამ პატივი უნდა სცეს.

199 ნახვა
desktop
mobile catfish