მოსკოვში ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან გაერთიანების ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე 14 ივნისს კონსულტაცია გაიმართება

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანების რეფერენდუმის საკითხზე, კონსულტაციებს მოსკოვში გაივლის. ამის შესახებ Sputnik-ი იუწყება.„კონსულტაციები 14 ივნისს გაიმართება. დელეგაციაში ასევე შედიან პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადტაევი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოლესია კოჩიევა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ემილია გაგიევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი მედოევი და პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი”, – ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.მარტის ბოლოს, ე.წ. რესპუბლიკის ყოფილმა დე ფაქტო მეთაურმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი გადადგამს ნაბიჯებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისა და შემდგომში ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებისთვის.ბიბილოვის თქმით, „რესპუბლიკამ“ არაერთხელ სცადა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა და ამ მიზნის მიღწევა ხალხის სურვილია.გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი პრეზიდენტის ბრძანებულებით 17 ივლისს დაინიშნა. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მოსკოვთან კონსულტაციების მოლოდინში რეფერენდუმის ჩატარების ბრძანება შეაჩერა.

292 ნახვა
desktop
mobile catfish