დღეს, ბახმაროს უკანონო მშენებლობებზე ორი ადამიანი დააკავეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, კახა ასკურავა ფაქტს ეხმიანება და პოსტს აქვეყნებს.
“ათი წელია ადგილობრივი ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენელი და ჟურნალისტებს ათობით სიუჟეტები აქვთ მიძღვნილი ბახმაროს მიტაცებაზე და იქ უნებართვო მშენებლობებზე, რომელსაც, ძირითადად, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები, მათთან დაახლოებული პირები და განსაკუთრებით, ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები ახორციელებდნენ და მაშინ ე.წ ხელისუფლების წარმომადგენლებით რა ეპითეტებით არ გვამკობდნენ და ყველაფერს მოგონილს უწოდებდნენ. ახლა ვიღაც ლიპფსიტებს დააკავებენ და მორჩა კინო.
სინამდვილეში პრობლემა თავშია“_ წერს ასკურავა.