ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიამ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა,- ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

“კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც,” – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამასთან, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ევროკომისიამ მოლდოვისთვისას გასცა.

“ჩვენი შეფასება იგივე მიმართულებით წავიდა, რაც უკრაინის შემთხვევაში იყო. ჩვენ აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს კანდიდატის სტატუსი. მოლდოვას ექნება განსახორციელებელი მნიშვნელოვანი რეფორმები,” – განაცხადა ლაიენმა.

122 ნახვა
desktop
mobile catfish