რა ხდება უკრაინაში ომის 118-ე დღეს

რუსული აგრესია უკრაინაში უკვე 118 დღეა გრძელდება. ოკუპანტები ქვეყენას აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგიდან უტევენ. ისევ დაიბობმა ხარკოვი. სამიზნეში ტუმბოების მწარმოებელი ქარხანა მოექცა, საწარმო განადგურებულია.

სარაკეტო იერიში მიიტანეს რუსულმა ძალებმა ოდესის სასურსათო საწყობზეც. ოპერატიული სარდლობა სამხრეთის ცნობით, ობიექტს 14 რაკეტა მოხვდა.

იბომბება დონეცკი, ლუგანსკის ოლქის ქალაქი სევეროდონეცკი. ოლქის გუბერნატორის თქმით, რუსული ძალები სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ნაწილში შევიდნენ. ქალაქის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ, „აზოტის“ ქიმიური ქარხანაა. საწარმოს 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს.

409 ნახვა
desktop
mobile catfish