საფრანგეთის ელჩი – “გუშინდელმა შეკრებამ აჩვენა მიზანსწრაფვის და მობილიზაციის დიდი შესაძლებლობა”

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი გუშინ გამართულ აქციას და ევროკომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, 20 ივნისს გამართული მშვიდობიანი და კანონიერი შეკრება იყო ძალიან საინტერესო და ის აჩვენებს მობილიზაციის და მიზანსწრაფვის დიდ შესაძლებლობას.

დიპლომატი ასევე აცხადებს, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება არის ქვეყნისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ამავდროულად, ევროკავშირსაც აქვს მოლოდინი, რომ იმ რეფორმების სიაზე, რაც განსაზღვრული იყო წინაპირობებით, თითოეულ მათგანზე იქნება პროგრესი მიღწეული. ამის მისაღწევად კი ელჩი პოზიტიური დემარშის, მობილიზაციის და მიზანსწრაფვვის აუცილებლობაზე საუბრობს.

“ჩვენ უნდა დაველოდოთ რას იტყვის ევროპული საბჭო, თუმცა გუშინდელი მშვიდობიანი და კანონიერი შეკრება და პროტესტი იყო ძალიან საინტერესო და აჩვენა მობილიზაციის და მიზანსწრაფვის დიდი შესაძლებლობა. ჩემი შეხედულებაა, რომ იმ წინაპირობებზე, რომლებიც იყო განსაზღვრული ევროკომისიის მიერ, მათზე არსებობს გარკვეული იმედი და მობილიზების გარკვეული შესაძლებლობა და ეს ქმნის ოპტიმიზმის იმედს, რადგანაც ეს მოიცავს ევროპული პერსპექტივის აღიარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, მას ახლავს მკაფიო სამოქმედო გზა რეფორმებისთვის, რათა იმოძრავოთ წინ და მიაღწიოთ ძალიან ოპტიმისტურ და პოზიტიურ შედეგს.

არ იქნება სიურპრიზი, რომ ვთქვათ, რომ ევროკავშირსაც ასევე აქვს მოლოდინი, ჩვენ გვსურს ვიხილოთ მობილიზაცია და მიზანსწრაფვა, რომ იმოძრავოთ წინ და ეს არის იმის მსგავსი, რაც ვიხილეთ გუშინ.

ამ წამს ჩვენ უნდა შევხედოთ პოზიტიურ დემარშს და მობილიზებას და მიზანსწრაფვას, რათა ამ რეფორმების გეგმა იქნეს მიღწეული. ჩვენ გვაქვს რეფორმების სია და მნიშვნელოვანია, რომ პროგრესი იყოს მთელ სიაზე,” – განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.

447 ნახვა
desktop
mobile catfish