რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ ტროტუარზე არიან შეკრებილი. როგორც შეკრებილები აცხადებენ დღეს არ აქვთ მსვლელობა დაგეგმილი, ამიტომ პროტესტს საკანონმდებლო ორგანოსთან გამოხატავენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.