უწერასთან ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – ძლიერი წვიმის გამო, რიონი გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრზე (სოფელი უწერა) ინტენსიური წვიმის შედეგად მდ. რიონი ადიდდა და გადმოსულია გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები ავტოტრანსპორტის გადაადგილების აღდგენის მიზნით.

531 ნახვა
desktop
mobile catfish