იტალიის დედაქალაქ რომში დასრულდა მატეო პელიკონეს სახელობის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვაჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გახდა. ვერცხლის მედლებს გივი მაჭარაშვილი, ტარზან მაისურაძე და მირიან მაისურაძე დაეუფლნენ. ბრინჯაოს მფლობელები კი თეიმურაზ ვანიშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, ზაურ ბერაძე და ელიზბარ ოდიკაძე გახდნენ.
247 ნახვა