პოლიტიკა

საქართველო "ღია მმართველობის პარტნიორობიდან" გარიცხეს
6 საათის წინ

საქართველო "ღია მმართველობის პარტნიორობიდან" გარიცხეს

"ღია მმართველობის პარტნიორობამ" (OGP) საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობა სამუდამოდ შეაჩერა. ამის შესახებ გადაწყვეტილება OGP-იმ რეაგირების პოლიტიკის შესაბამისად, სამეთვალყურეო კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ გამოაქვეყნა.

განცხადების მიხედვით, პარტნიორობის შეწყვეტა "ქართული ოცნების" პოლიტიკას მოჰყვა.

"ეს გადაწყვეტილება მოჰყვა განხილვის პროცესს, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც სამეთვალყურეო კომიტეტმა დროებით შეაჩერა საქართველოს მონაწილეობა და მოუწოდა მთავრობას, მიეღო კორექტირების ზომები სამოქალაქო სივრცესთან, გამოხატვის თავისუფლებასთან და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული შეშფოთების მოსაგვარებლად.

2026 წლის მარტის მდგომარეობით, არ მიღებულა არანაირი გეგმა ან ფორმალური შეტყობინება, რომელიც ასახავს ამ შეშფოთების მოგვარების ნაბიჯებს.

მთავრობის სამუშაო გეგმის ან კორექტირების ზომების დემონსტრირების შესახებ ანგარიშის არარსებობის გამო, სამეთვალყურეო კომიტეტი დაეყრდნო დამოუკიდებელი მესამე მხარის შეფასებებს, რომლებიც მიუთითებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სამოქმედო გარემოს მუდმივ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ შეზღუდვებზე, ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებულ მიმდინარე შეშფოთებასთან ერთად," - წერია განცხადებაში.

რეგიონი

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს.  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე - 1994 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს ფიზიკურად გაუსწორდა.  „დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები