ლევან დავითაშვილი – ზაფხულის თვეებში ველოდებით, რომ ტურიზმის მხრიდან, შემოსავლების კუთხით, 2019 წლის მონაცემებს უნდა გადავაჭარბოთ

ზაფხულის თვეებში ველოდებით, რომ 2019 წლის მონაცემებს შემოსავლების კუთხით ტურიზმის მხრიდან უნდა გადავაჭარბოთ. შესაბამისად, ეს იქნება მყარი საფუძველი იმისა, რომ ეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრი ფიქრობს, რომ ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები სხვა მიმართულებითაც შენარჩუნდება.

„დღეს, ჩვენ ეკონომიკურ ზრდაზე ჩვენი არსებული მონაცემებით ვსაუბრობთ. წინასწარი შეფასებით, მაისის თვე საკმაოდ დადებითი იყო. დადებითი დინამიკა, რომელიც წლის დასაწყისში გვქონდა, მაისის თვეშიც გაგრძელდა და მაისის ჩათვლით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ. რა თქმა უნდა, ამაში რამდენიმე სექტორი მონაწილეობდა, ვნახეთ გაზრდილი ექსპორტი. როგორც წინა თვეების განმავლობაში, ისე მაისშიც ექსპორტის ძირითადი კონტრიბუტორია პირდაპირი ინვესტიციები, გაზრდილი ექსპორტი და გაზრდილი ტურიზმის შემოსავლები. ვფიქრობ, რომ შემდგომ თვეებშიც დადებითი დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ, იმიტომ, რომ მაისის თვეში ტურიზმის აღდგენა თითქმის 96%-იანი იყო. ზაფხულის თვეებში: ივნისი, ივლისი, აგვისტო ველოდებით, რომ 2019 წლის მონაცემებს შემოსავლების კუთხით ტურიზმის მხრიდან უნდა გადავაჭარბოთ. შესაბამისად, ეს იქნება მყარი საფუძველი იმისა, რომ ეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. სხვა მიმართულებითაც ვფიქრობთ, რომ ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდება. ჩვენთვის მთავარი ზუსტად ის არის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს და ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა არ გვქონდეს მხოლოდ ერთი წელი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი განმარტებით, იმისთვის, რომ ყველა მოქალაქემ იგრძნოს კონკრეტული ეკონომიკური შედეგები, ეს უნდა შენარჩუნდეს არა ერთი თვე, არა ერთი წელი, არამედ რამდენიმე წელი, “რათა ეს ოჯახების კეთილდღეობაში გადაითარგმნოს”.

„მთავარი ამოცანაც ზუსტად ეს არის, ამიტომ ეს გაზომილი რიცხვებია, რომლის მიმართ კითხვა არ ისმის, იმიტომ, რომ „საქსტატის“ აღიარებული მეთოდოლოგიითაა დადასტურებული, მაგრამ ის, რომ ჩვენ რეალურად შევიგრძნოთ, ამ გაჭირვებული ქვეყნის ტრანსფორმაციას სჭირდება დრო და ამიტომ გვჭირდება ზუსტად სტაბილურად ამ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება“,-განაცხად დავითაშვილმა.

107 ნახვა
desktop
mobile catfish