საფრანგეთი უკრაინას „მნიშვნელოვანი რაოდენობის” ჯავშანტრანსპორტიორებს გაუგზავნის

საფრანგეთი უკრაინას ფრანგული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორებს გაუგზავნის, – ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ განაცხადა.„მტრის ცეცხლის ქვეშ მყოფ ადგილებში სწრაფად გადაადგილებისთვის, ჯარებს სჭირდებათ ჯავშანტექნიკა, საფრანგეთი ამ ტიპის მანქანების, VAB-ის მნიშვნელოვან რაოდენობას გადასცემს,“- აღნიშნა ლეკორნუმ.მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდის მიაწვდიან უკრაინას აღნიშნულ ჯავშანტრანსპორტიორებს.მისი თქმით, საფრანგეთი ასევე განიხილავს უკრაინას ფრანგული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების Exocet-ის მიწოდების შესაძლებლობას.

252 ნახვა
desktop
mobile catfish