COVID-19-ის დადასტურების გამო, გორში 2 საბავშვო ბაღი დაიხურა

კორონავირუსული ინფექციის დადასტურების გამო, გორში 2 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.

მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, მე-15 საბავშვო ბაღში კოვიდ-19 ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა, გეგმური ტესტირებისას, ერთი შემთხვევა გამოვლინდა მე-14 ბაღში.

დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი 5 დღით შეჩერდა.
,,მოგეხსენებთ, უსაფრთხოების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. სწორედ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა ზემოაღნიშნული შემთხვევებიც, რაც შეეხება სწავლის განახლებას, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი სამშაბათიდან აღდგება“, – აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

264 ნახვა
desktop
mobile catfish