რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – კუნძულ „ზმეინიდან“ ჯარების გაყვანა კეთილი ნების ჟესტი იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შავ ზღვაში მდებარე კუნძულ „ზმეინიდან“ ძალების გაყვანა “კეთილი ნების ჟესტი“ იყო. სამინისტროს მტკიცებით, მათ აჩვენეს, რომ არ აფერხებენ ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზების მიზნით გაეროს ძალისხმევას, იმისთვის, რომ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი განხორციელდეს.

„ასეთი ნაბიჯი ხელს შეუშლის კიევის სპეკულირებას მოსალოდნელ სასურსათო კრიზისზე რუსეთის მიერ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის სრული კონტროლის გამო მარცვლეულის ექსპორტის შეუძლებლობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახლა, მიწოდების აღდგენის მიზნით, უკრაინულმა მხარემ უნდა გაწმინდოს შავი ზღვის სანაპირო, პორტის წყლის ტერიტორიების ჩათვლით.

შეგახსენებთ, მანამდე, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, უკრაინელების შეტევის შემდეგ, რუსულმა ძალებმა კუნძული „ზმეინი“ დატოვეს

129 ნახვა
desktop
mobile catfish