ისრაელის პარლამენტი დათხოვნილია, ვადამდელი არჩევნები 1 ნოემბერს გაიმართება

ისრაელის 24-ე მოწვევის პარლამენტის წევრებმა ერთხმად მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის გადაწყვეტილებას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 1 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ გამოცემა Jerusalem Post-ი წერს.

საარჩევნო სიები პარტიებმა არაუგვიანეს 15 სექტემბრისა უნდა წარადგინონ.

არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი, მის პარტია „იამინას“ კი არჩევნებზე, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი აიელეთ შაკედი გაუძღვება.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე პრემიერ-მინისრტრის პოსტს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაპიდი დაიკავებს.

119 ნახვა
desktop
mobile catfish