თურქეთში, ქემალფაშასა და ხოფას შორის ავტობანზე კლდე ჩამოიშალა – არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა, ჩამოშლილი ლოდები კი ტრაილერებს დაეცა. შემთხვევა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე დილით მოხდა.

როგორც თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ  განაცხადა, დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.

“რაც ამ დროისთვის ცნობილია, დაღუპულია ერთი აზერბაიჯანელი, რამდენიმე თურქი კი დაშავებულია”,- განაცხადა ელჩმა.

პირველადი მონაცემებით, დაზიანებულია ოთხი სატვირთო ავტომობილი.

შემთხვევის ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

398 ნახვა
desktop
mobile catfish