ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს

2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობას 25 ბრალდებული/მსჯავრდებული იღებს. გამოცდები დღეს, 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და ასეთი აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებში შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი. ერთიანი ეროვნული გამოცდბის მონაწილე 25 ბრალდებულ-მსჯავრდებულიდან კი 6 არასრულწლოვანია.

“სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება, რაც მსჯავრდებულებს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობას მისცემს. სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს”, – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

197 ნახვა
desktop
mobile catfish