კუნძულ „ზმეინზე“ უკრაინის დროშა აღიმართა

კუნძულ „ზმეინზე“ უკრაინის დროშა ხელახლა აღიმართა, მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ტერიტორია დატოვეს, – ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის სარდლობის პრესსპიკერმა, ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.

„ტერიტორია უკრაინის იურისდიქციას დაუბრუნდა“, – აღნიშნა პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას უკრაინელმა ძალებმა რუსები აიძულეს, კუნძული „ზმეინი“ დაეტოვებიათ, რომელიც მოსკოვმა ომის დაწყებისთანავე დაიპყრო.

146 ნახვა
desktop
mobile catfish